We’ve updated our Terms of Use to reflect our new entity name and address. You can review the changes here.
We’ve updated our Terms of Use. You can review the changes here.

ზ​ო​გ ყ​ვ​ა​ვ​ი​ლ​ს უ​ფ​რ​ო ნ​ა​ზ​ი მ​ო​პ​ყ​რ​ო​ბ​ა უ​ნ​დ​ა​, თუ არ გ​ა​წ​ვ​ი​მ​დ​ა

by David Datunashvili

/
  • Streaming + Download

    Includes unlimited streaming via the free Bandcamp app, plus high-quality download in MP3, FLAC and more.
    Purchasable with gift card

      $8 USD  or more

     

1.
მოგწერ და გელოდები, რამდენი დღე შენ სხვისგან ელოდები, ალბათ იგივეს ჩანს არაფერი არ გვაქვს, მე და შენ, საერთო და არც მე მინდა, რომ უბრალოდ გავერთო მე როგორც სუპერმენი, ცაზე ვჩნდები არ ვიცი ფრენა და გზას დიდ დროს ვუნდები მე აქ ვერაფერს შევცვლი, ვხვდები, ამ სამყაროს მართავენ სხვები გაუკვალავი გზები გხვდება, ოცნებები ზოგჯერ სხვანაირად გიხდება, ცაზე ნათელი ფერი დგება, შენი სიყვარულია, რაც ასე მჭირდება ყვავილების ფარდა შენთან ერთად გაქრა დამიტოვა ლურჯი ფიქრები შენს დაკარგულ სხივებს სხვა ფერებად ახსოვს ჰაერში გამქრალი სიტყვები ხან სველდება გზები მაინც მენატრები შენი სურვილით მინდა, რომ ვიწვოდე მერე ეს სიტყვები მნიშვნელობას კარგავს ჩვენ ერთად ვიქნებით ამ ღამეს ზღვას რომ ეფერები, გიყურებენ მთები, სიყვარული სულ მერევა ვნებაში ჰაერში ვჩერდები, უკვე ვეღარ ვხვდები, საით მიდის გზები, ნეტა ვიცოდე
2.
Starlet 01:50
3.
შენ ხარ ქალთევზი ზღვის სტიქიაში ოქროსთმიანი შენ ცხოვრობ წყალში, ალბათ მიწაზე დაგახრჩობს ქარი მე შენკენ ალბათ, მიზიდავს რაღაც, რაღაც, რაც არ ჩანს სულ ვფიქრობ შენზე და უფრო ღრმად მივცურავ ილუზიებში, მგზნებარე ტალღებია ვიკარგები სირინოზის ძებნაში გხედავ ნაპირთან მოდიხარ ახლოს, ხანდახან ჩნდები და იქნებ რამეს, შენი თვალები, ამბობენ წამით შენ გიყვარს სიღრმე, დაღლამდე ცურვა, ხან მეტისმეტი შენ ხარ ქალთევზი და მე შენთან მოვცურავ ილუზიებში, ძლიერი ტალღებია ვიკარგები სიყვარულის ძებნაში ან იქნებ საამური ღამეა და მე და შენ დავცურავთ რეალობაში
4.
როცა გარეთ თოვს, ნაბიჯებად რჩება შენი კვალი, გარდაქმნის და შენებური სიყვარულის კვალი ამ ღამით მე, ჩემს კიდევ ერთ ძველ ვერსიას ვკარგავ, ვტოვებ ფსკერს და ნახტომით გამოვრბივარ მაღლა ისევ წინ დღეს ეცვლება ღამე და არაფერი სხვა შენ გარდა არ მყავს სხვა მე, შენ ხარ ჩემი ზღვა რაც დაგინახე მერე სულ ვეძებ მაგ თვალებს, მარტოობას ისევ მე ვტოვებ სხვა მხარეს
5.
შენ თუ უკვე იცი ჩემი ყველა სიტყვა რაზე გელაპარაკო მოქრიალე წყალზე ხიდია სახლამდე, გზა, რომელიც თამაშობს და საღამოს ცაზე ბუნებრივად ჩნდება საოცარი ფერები დავდივარ სადამდე დაღლიდან დაღლამდე შენ მაინც ხარ სხვა მხარეს რაც აქ დაიწყება, თუ არ გაგრძელდება, სხვა პლანეტაზე მთავრდება
6.
მე ამ დღეებს მარტო ვატარებ, წამოდი ჩემთან ხელის გულზე უნდა გატარო, ვიქნებით ერთად ცაც ხომ ისეთია, ჩვენ როგორც გვინდა, არც ისე წმინდა მე არ ვიცი, როგორ ვატარო ამდენი სევდა მთვარე გახდა ჩემი სამყარო, სულ რომ მომდევდა დილა ისეთია, მე როგორც მინდა, ისეთი წმინდა სხვანაირად როგორ გამოვხატო ამის მეტი თან როგორც ამბობენ, სამყაროს ისედაც მართავს ღმერთი ჩემთვის სულ ერთია, უფრო მანაღვლებს მომავლის გვერდი ეკლებს შეეხები, შენ არ გაქრები უკვალოდ, ნდობას მოიპოვებ, წუთი არ გავა უწამოდ, შუქებს თუ აანთებ, დღე არ დარჩება უღამოდ, მარტო არ იქნები და რაღა გინდა უბრალოდ მეტი შეუხებელი სიყვარული იქცევა ფერფლად, გამოუთქმელი ემოცია თან მახლავს მუდამ, ზოგ ყვავილს უფრო ნაზი მოპყრობა უნდა, თუ არ გაწვიმდა
7.
მეფის ასულმა გითხრა უარი, ალბათ ხვდები, რომ თავს იტყუებდი, ვეზირმა იხმო მდევრები შენ მირბიხარ და უკან მოგდევენ წვიმები ნელ-ნელა გადის დღეები, შენ არაფერს მეუბნები და ჩვენი ურთიერთობა სხვა რეალობაში რჩება, მიზიდულობა მალე ქრება და ვიწყებ თვლას: ერთი, მეორე დღე და ორი, გრძნობების ზღვა, სამი რა გელის ხვალ, ოთხი შენთან სხვა რატო, კედლები სახლში მარტო, მაღლა ცა ფართო, სურვილები მარტო საღამოს მშვიდი ხედები ვუყურებ მზე როგორ ჩადის მე ხომ შენი სიყვარულის გარდა არაფერი მინდა მითხარი, რომ შენც ეს გინდა შუქს ტოვებ ღამით ანთებულს, ვივიწყებ გრძნობებს დაკარგულს, შენ რას ფიქრობ მე ვერ ვხვდები და მთვარიანი ღამე მრჩება, მერე ვარსკვლავები ჩნდება
8.
შენ თვალებს მე, კვლავ მარიდებ და წვიმა შლის ჩვენს ბილიკებს. ზღვა რას გირჩევს ტალღების მეტს, წყალს მოაწვდენს ჩვენს ნაპირებს.
9.
მე ყველაფერი მომწყინდა ეხლა, მზის მხურვალება, მთვარის სინათლე, ნიავის ქროლა, ქარების შეხლა, ყველა ტყუილი, ყველა სიმართლე. გადაფრინდა სადღაც წერო, გაიყოლა მუდარა, ეგ გული რომ გადაწერო, ბევრი არა უნდა რა. მაღლა წვიმს და რა, შენ ვერ ამჩნევ ციდან წყალს, კანზე სულ არ გეხება, ჩემი ხელი არ გათბობს და მე ვერ ვგრძნობ გაზაფხულს, როცა ხშირად წვიმს და რა, შენ ვერ ამჩნევ ციდან წყალს, კანზე სულ არ გეხება, ჩემი ხელი.
10.
ღამე ხან რა მშვიდია, თითქოს ცა მოდის ახლოს, და მე როგორ მჭირდები შენ ამ დროს წარმოვიდგინე შენთან მე დამავიწყე სევდა მე შენი სითბო ნეტა მე ამ ღამით ქარი როგორ ნავარდობს, შენს ოცნებებს არ ინდობს, ბოლოს ვიღაცა იხმობს და მიდის მზე ამოდის რა გელის სიყვარულზე სხვა მღერის შენი სითბო არ მელის მე რატო შენ ალერსში მხვევ და მე დამავიწყე სევდა მე შენი სითბო ნეტა მე ამ ღამით დამიგროვდა სიტყვები, ვერ მოგაწვდინე ხმა, ბევრი რამე არ იცვლება, ნუ გიკვირს ვერ ვეწყობით შენ და მე, დავრჩებით ღამე და მე, ისევ გულის წყვეტა მე ამ ღამით ქარი როგორ ნავარდობს, შენს ოცნებებს არ ინდობს ბოლოს ვიღაცა იხმობს და მიდის და პეპელა ნაზი, ასეთი ლამაზი, დაფრინავს და სულ არ უნდა უსასრულო ხაზი შენ ალერსში მხვევ და მე დამავიწყე სევდა მე შენი კოცნა ნეტა მე ამ ღამით შენ ალერსში მხვევ და მე მოგყვები
11.
ამდენი სიყვარული
12.
დღეო, შენ ჯერ არ დაღამდე, გაეცი მეტი დაღლამდე, მზეო, სხივები გადამდე
13.
თენდება, ღამდება მალე გუნება მეცვლება მალე ხეების ჩრდილში დამმალე თვალზე ცრემლი იმალე გულები ინთება მალე მითხარი ოღონდაც რამე თუ ვერ მიპოვნი, დამმალე მომინახულე მალ-მალე თენდება, ღამდება მალე აზრები მეცვლება მალე ხეების ჩრდილში დამმალე თვალზე ცრემლი იმალე წამები ჩერდება მალე მითხარი ოღონდაც რამე გულები ინთება მალე თენდება, ღამდება მალე შენ უკვე აღარ გნატრობ, ვერაფერს ვეღარ გთხოვ თან უკვე დაღლას გატყობ, მეტს არაფერს არ გთხოვ
14.
ზღვა ღელავს და მე მგონია, ასე მგონია, ნაპირი შეიცვლება მალე ქარმა რითმები არია და მიხარია, შორიდან დავინახავ წარსულს. გრძნობები შემომელია, შემომელია მოდი და გამიფანტე დარდი ზღვა ღელავს და მე მგონია, ასე მგონია, ნაპირი შეიცვლება მალე
15.
16.
Skepomeli 02:16

about

ზოგ ყვავილს უფრო ნაზი მოპყრობა უნდა, თუ არ გაწვიმდა (Some flowers need gentler treatment, if it hasn't rained)

credits

released October 27, 2023

ალბომში შესული ყველა სიმღერისა და კომპოზიციის ავტორია დავით დათუნაშვილი
პროდიუსერი: დავით დათუნაშვილი

ტექსტების ავტორი: დავით დათუნაშვილი
*მე ყველაფერი მომწყინდა - შოთა ჩანტლაძე, დავით დათუნაშვილი

All tracks written, recorded, mixed and produced by David Datunasvhili

Vocal, Guitar, Bass, Synths, Drumpad, Sampler, Drum programming: David Datunashvili

Ani Zakareishvili - Vocal - Track 1
Vinda Folio - Guitar - Track 4
Tamar Datunashvili - Vocal - Track 9
Irakli Abramishvili - Guitar - Track 12

Lyrics: David Datunashvili
*Track 9 - მე ყველაფერი მომწყინდა - Shota Chantladze, David Datunashvili

Artwork: Tami Morchiladze

license

all rights reserved

tags

If you like David Datunashvili, you may also like: