We’ve updated our Terms of Use to reflect our new entity name and address. You can review the changes here.
We’ve updated our Terms of Use. You can review the changes here.
/
  • Streaming + Download

    Includes unlimited streaming via the free Bandcamp app, plus high-quality download in MP3, FLAC and more.
    Purchasable with gift card

      $1 USD  or more

     

lyrics

ცა ღრუბელს ნელა ცვლის,
დრო ნაბიჯებს მითვლის,
სხვა ფერებში მიცვლის მე შავ-თეთრს

დრო ძველ კანს გამაცლის,
სიხარულს მომავლის
შორს ჰორიზონტზე დამანახებს

ზეცაში ხომალდი
სინათლით მატარებს,
სულ სხვა რამეს რამეს შემაყვარებს,

მონატრება მზის,
უსაშველოს ხდის,
ამ დღეებს გადაღლილს ვერ აბნევს

დღისით ხან მე მზე, არ მეკარება
კარი გამიღე, მაჩვენე ვნება
მოდი გამათბე, არ შემცივდება
გული გამანდე, ფერები გვრჩება

არ გეჩვენება, ეს მართლა ხდება
ღამე გრძელდება, ფიქრები წყდება
რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება
როგორ განაგრძობ, თავისით წყდება

და მერე ყველაფერი ზღაპარია,
ცა ისეთი ლამაზია,
ეს უკვე მერამდენე ზღაპარია,
ცა ისეთი ლამაზია

წრეზე ტრიალი, რა შეიცვლება
მუსიკა მესმის, ცეკვა მინდება
გული რას გიგრძნობს, რა უყვარდება?
მარტო ყოფნა მე, მწყინდება

არ არის გვიანი, თუ მოგინდება
მზე თუ არ ჩადის, ღამე არ დგება
როცა აღარ წვიმს, ბალახი კვდება
შენც თუ არ ჩანხარ, მე რა მინდება

ზღვა ისეთი ლამაზია,
და მერე ყველაფერი ზღაპარია,
ამქვეყნიური ფანტაზია,
ეს უკვე მერამდენე ზღაპარია

ეჭვი ამ ღამეს, არ მეპარება
შენთან ყოფნა მე, მინდება
ჩემი ხელები, მოგეფერება
ჩვენი საღამო, გრძელდება

credits

license

all rights reserved

tags

If you like David Datunashvili, you may also like: